ევროპაში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

16 სექტემბერი 2024, 23:07 255 ნახვა

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები დააზარალა. პოლონეთის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონად გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად  ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო.

წყალდიდობაა ჩეხეთშიც. პოლიციის ინფორმაციით ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. დაკარგულად ითვლება შვიდი ადამიანი.

წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი – შვიდი.

სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი