გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთის ხელისუფლება ბოდიშის მოხდას სთხოვს

16 სექტემბერი 2024, 20:58 262 ნახვა

მამუკა მდინარაძე მიხაელ როთის ახალ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ : ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ როგორც იქნა გაბედა და თქვა, დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, ქართულ იდენტობას, ქართველი ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას ჩვენ გავცემთ შესაბამისს პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს“. 

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ის თბილისში ორ დღეს გაჩერდება და შემდეგ ერევანში გაემგზავრება. გავრცელებული ინფორმაციით როთი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.  მმართველ გუნდში კი მის ვიზიტს გამოხმაურება მოჰყვა და მასთან შეხვედრას იმ შემთხვევაქში აპირებენ, თუ იგი ბოდიშს მოიხდის მის მიერვე წინა ვიზიტისას გაკეთებული განცხადებების გამო. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხ და  ეკლესიას.

შეგახსენებთ, რომ მაისში ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი გერმანელი კანონმდებელი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა.  გააკეთა არაერთი განცხადება, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი