ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლას დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს გულშემატკივრები საქართველოში. დედაქალაქსა და ბათუმში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ.
UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას მაყურებელი განსკუთრებული ემოციებით ქომაგობდა. მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე