მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ბოლო დროს, განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია.
„დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით. ბოლო დროს, გაკეთებული განცხადებები, კიდევ უფრო, ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. ამის გარეშე, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოციალური პროგრამების განხორციელებაზე საუბარი.
შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით ქვეყანაში უწყვეტ მშვიდობას. ცხადია, ამას მოჰყვება ქვეყნის წინსვლაცა და განვითარებაც“, - აღნიშნა კალაძემ.