ბათუმი ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ღია აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს

14 სექტემბერი 2024, 19:51 478 ნახვა

ხვალ, 15 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლე ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ღია აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს. ტურნირში ქართველი ფალავნების გარდა მონაწილეობას მიიღებენ მოჭიდავეები აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვადან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

მონაწილეთა შორის იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე და ის მოჭიდავეები, რომელსაც საქართველოს აბსოლუტური ფალავნის ტიტული არაერთხელ მოუგიათ ასპარეზობა დილის 10:00 საათიდან დაიწყება, 16:00 ფალავნობის საზეიმო გახსნა გაიმართება. ფინალური შეხვედრები და აბსოლუტური ფალავნის გამოვლენა 17:00 საათიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი