ტურნირი აფროსნობაში

14 სექტემბერი 2024, 14:50 472 ნახვა

ბათუმში გაიმართა ღია პირველობა აფროსნობაში ბათუმის იახტ კლუბის თასზე. 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის მესამე ტურნირი, რომელსაც ჩვენმა ქალაქმა უმასპინძლა. ასპარეზობა ორ, - „ოპტიმისტსა“ და „ლაზერის“ კლასში გაიმართა.

ტურნირში როგორც ბათუმიდან, ასევე ფოთიდან 13 აფროსანი ვაჟი და გოგონა მონაწილეობდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა დამედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, ბათუმელი სპორტსმენები რამდენიმე წელიწადში უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც შეძლებენ გასვლას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი