ბათუმში, თამარის დასახლებაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.