შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი  

12 სექტემბერი 2024, 10:05 226 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გრძელდება.  მეორე დღეს ხელოვნების ცენტრში შეკრებილებმა ბახისა და შოპენის კომპოზიციებს მოუსმინეს. ორკესტრს რუმინელი მუსიკოსი კრისტიან ლუპესი დირიჟორობდა, საფორტეპიანო რეპერტუარი ახალგაზრდა პიანისტმა ბარბარე თათარაძემ წარმოადგინა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-11 სეზონი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში ფონდი „ლირა“ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა პიანისტებს პრემიებს გადასცემს, ასევე გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მევიოლინეებისთვის.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი