ფესტივალი „ზღვა და ქართველები“ დასრულდა

11 სექტემბერი 2024, 20:23 288 ნახვა

ბათუმში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი - ,,ზღვა და ქართველები” დასრულდა. ფესტივალში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. იყო დოკუმენტური ფილმების ჩვენება, მხატვრების გამოფენა.

ფესტივალზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი ხელოვანები. მათ გალაკტიონ ტაბიძეზე როგორც ბუმბერაზ პოეტზე ისაუბრეს. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც არქივში აღმოაჩინეს  გალაკტიონის ხმის უცნობი ჩანაწერი, სადაც პოეტი გეგმავს ლიტერატურისა და ხელოვნების საღამოების გამართვას ქალაქ ბათუმში. 

ფესტივალი  ხუთი დღე გრძელდებოდა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში