ზაგრების გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები განახლებული შემადგენლობით იასპარეზებს

11 სექტემბერი 2024, 13:03 231 ნახვა

13-15 სექტემბერს ზაგრები ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, პირველ ტურნირს - გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა და ისიც არასრული შემადგენლობით: ეროვნულ გუნდს 100 კილოგრამში მონაწილე არ ეყოლება და მხოლოდ 7 მონაწილით იასპარეზებს.

ზაგრებში გამოცდილების მისაღებად ახალგაზრდები იჭიდავებენ.

ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: ლუკა მოდებაძე, თენგო ზირაქაშვილი, ბაჩანა ბოლქვაძე, კოტე კაპანაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე და უჩა ტაბატაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში