ქობულეთი-ჩაქვის შემოვლით გზაზე, გვირაბთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის ჩაქვის გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.