საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნაკრებია

11 სექტემბერი 2024, 10:47 617 ნახვა
 
 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნაკრებია. ერთა ლიგის გათამაშება 2018 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში საქართველომ 20 დაპირისპირება გამართა.

13 მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა, 6 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, ხოლო ერთადერთი მატჩი საქართველომ ერთა ლიგაზე 2020 წელს სომხეთის ნაკრებთან დათმო.

ჯამურად საქართველოს ნაკრებმა 45 ქულა დააგროვა რაც ერთა ლიგის 55 მონაწილე ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ასევე საუკეთესო შედეგი აქვს (+27) გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობითაც.

ერთა ლიგის ყველა სეზონის ჯამური ცხრილი ასეთია:

1.საქართველო - 20 მატჩში - 45 ქულა

2.პორტუგალია - 20 მატჩში - 43 ქულა

3.საბერძნეთი -20 მატჩში - 42 ქულა

4.ნიდერლანდები -22 მატჩში - 41 ქულა

5.იტალია - 22 მატჩში - 40 ქულა

6.ესპანეთი - 22 მატჩში - 39 ქულა

7.ბელგია - 20 მატჩში - 37 ქულა

8.ნორვეგია - 20 მატჩში - 37 ქულა

9.საფრანგეთი - 20 მატჩში - 37 ქულა

10.დანია - 18 მატჩში - 36 ქულა.

ამ ჯამურ ცხრილში ინგლისის ნაკრები 27 ქულით 24-ე ადგილზეა, ხოლო 22 ქულით გერმანია 39-ე პოზიციას იკავებს.

ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ოქტომებრს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში