საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შეხვედრა

10 სექტემბერი 2024, 20:31 109 ნახვა

ტურიზმის ბრენდინგი და საქართველოს მარკეტინგული წარმოჩენის პერსპექტივები, მობილური ფოტოგრაფია, ტურისტული კოლაბორაციები და პარტნიორობა - ამ მიმართულებებზე ბათუმში სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შეხვედრა აჭარის რეგიონში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებთან 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის ფარგლებში - ტურიზმის ვიზუალური ნარატივის შექმნისა და ამბის თხრობის შესახებაც ისაუბრეს.

საქართველო , როგორც ბრენდი, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას საკომუნიკაციო სივრცეში? -  ეს იყო მთავარი შეკითხვა, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით გასცეს მომხსენებლებმა პასუხი. პროექტი USAID -ის მხარდაჭერით ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში