თემურ სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოთხი ოქროს მედლით დაბრუნდა 

10 სექტემბერი 2024, 09:50 375 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სპორტსმენებმა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მალტაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს. მსოფლიოს პირველობიდან თემურ სამხარაძე მოპოვებული ოთხი ოქროს მედლით დაბრუნდა. წარმატება ქართველ სპორტსმენს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიამ მიულოცა.

სპორტსმენს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც. მსოფლიოს პირველობაზე თემურ სამხარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ჩაჯდომში 390 კილოგრამი, წოლჭიმში 242,5, ამოწევაში კი 411 კილოგრამი დაძლია და სამივე მოძრაობაშიც ოქროს მედლებს დაეუფლა.

თემო სამხარაძემ ამოწევაში როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ოთხი რეკორდი დაამყარა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში