ბათუმის საზაფხულო თეატრში აფროამერიკული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“ იყო. პროექტი „მრავალხმიანობა, განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები“ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.
ამ პროექტის ფარგლებში მომღერალი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ და შეიმუშავეს რეპერტუარი.
პროექტის მიზანია ქართული და ამერიკული კულტურების დაახლოება. კონცერტს აშშ-ს ელჩი საქართველოში ესწრებოდა.