გაერო-ს ანგარიში

09 სექტემბერი 2024, 13:58 198 ნახვა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 ათას 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ანგარიშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო აქვეყნებს. რომლის თანახმადაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა 25 ათას მიაღწია.

სამოქალაქო მოსახლეობაში დაზარალებულთა გაზრდილ რაოდენობას გაერო რუსეთის მხრიდან გახშირებულ მასობრივ იერიშებს უკავშირებს, ანგარიშის ავტორები გამოყოფენ 26 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიან თავდასხმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომლის დროსაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ამავე ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაინგრა 13 და დაზიანდა 38 საგანმანათლებლო დაწესებულება.

ასევე დაინგრა ორი და დაზიანდა 28 სამედიცინო დაწესებულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი