რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს.