ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია თბილისში

06 სექტემბერი 2024, 20:00 303 ნახვა

რატომ არ შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლები ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს? ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აუდიენცია მიზანშეწონილად არ ჩათვალა, გადაწყვეტილება კი კონკრეტული არგუმენტით ახსნა. მან  მაისში, განვითარებული პროცესები გაიხსენა, როცა მისი თქმით,  ბუნდესტაგის წევრი ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე სცენაზე გამოჩნდა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ეს ჟესტი  პარტნიორებთან მიმართებაში ხელისუფლების აგდებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მათ ნიკოლოზ სამხარაძემ უმასპინძლა, მანამდე კი დელეგაციის წევრებს ოპოზიცია შეხვდა .  

მოგვიანებით  ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებმა განცხადება გაავრცელეს , რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და თუ ეს კურსი გაგრძელდა, აცხადებენ რომ გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი