საფეხბურთო ტურნირი „ბათუმი 2024 ატეიტის თასი“

06 სექტემბერი 2024, 18:18 725 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმი 2024 ატეიტის თასი“. შეჯიბრებაში, რომელიც ექვს ეტაპად ტარდება, ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გუნდები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და ლიეტუადან მონაწილეობენ.

ასპარეზობა, რომელშიც 90-ზე მეტი გუნდია ჩართული, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იმართება. დღეს შეჯიბრების მესამე ეტაპი დაიწყო, რომელშიც 12-წლამდელი ფეხბურთელები მონაწილეობენ.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში