ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

05 სექტემბერი 2024, 19:56 300 ნახვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ ნინო ლოლაძემ შეძლო. ნინო ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო დაა ფინალამდე იტალიელი, უნგრელი, ესპანელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა.

19 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ფიდან ალიზადა იყო. სამწუხაროდ, ნინო დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა. ხვალ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი