საპროტესტო აქცია ბათუმში

04 სექტემბერი 2024, 14:35 643 ნახვა

დღეს, გრიგოლ ელიავას N49-ში მდებარე მშენებარე კორპუსში ბინის მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომპანია “ეიჩ გრუპ ბათუმს” სამშენებლო ვადების დარღვევაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კომპანიამ კორპუსის ჩაბარების ვადა არაერთხელ დაარღვია და 6 წლის წინ დაწყებული მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია.

ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ იგივე კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა კორპუსსაც აშენებს,  რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამშენებლო კომპანია მოქალაქეებს უპასუხისმგებლოდ ექცევა და ახალი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მათ უფლებებს განზრახ, შეგნებულად არღვევს.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიასაც მიმართეს, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნული კომპანია დააჯარიმეს, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია ტელევიზიის გამოჩენისთანავე დატოვეს. კომპანიის დირექტორმა კი სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სამშენებლო პრობლემები ჰქონდათ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მშენებარე კორპუსზე უწყებაში საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი