შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია.
განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ძალისხმევა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო.