თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ ევროპარლამენტარს ანა ფოტიგას, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს პოლიტიკური გნცხადებებიც გააკეთა და მოსახლეობას, ასევე პოლიტიკოსებს, გაერთიანებისკენ მოუწოდა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ისევ ბრალდების მხარის მოწმებს უსმენს.
პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.