დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.
მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.