გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

29 აგვისტო 2024, 08:15 320 ნახვა

ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა დანიურ „მიდტიულანდთან“ 3:2 მოიგო და მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. დანიელებთან საპასუხო მატჩში „ჯვაროსნების“ კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

გურამ კაშიამ და ბრატისლავისსლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი პირველად დაძლიეს და ძირითად ეტაპზე გავიდნენ. სლოვაკეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მეორე სლოვაკური გუნდი გაიყვანა. სლოვაკმა სპეციალისტმა პირველად ეს „არტმედიაშიმუშაობისას შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა დღეს 20:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი