საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში BATUMI OPEN 2024

28 აგვისტო 2024, 14:05 129 ნახვა

6-7 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირის „ბათუმი ოუფენ 2024“-ს უმასპინძლებს. ბათუმის ტატამიზე 14 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონები.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 140 სპორტსმენით წარსდგება, ამათგან 80 აჭარის წარმომადგენელი იქნება. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია ამ ტურნირზე გააკეთებს განაცხადს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებით.

აქვე გეტყვით, რომ ამ ტურნირის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით მსხალაძე 5-6 ოქტომბერს ტოკიოში, მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში