საკონსტიტუციო სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით 

28 აგვისტო 2024, 12:03 307 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონთან დაკავშირებით ოთხმა მოსარჩელემ წარადგინა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პარლამენტის 38-მა დეპუტატმა. მათ შორისაა თამარ კორძაია, რომელიც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე სხდომათა დარბაზიდან მიმართავს თხოვნით შეჩერდეს კანონი, რომელიც არა გამჭვირვალობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, ასევე დააზიანებს დემოკრატიას. იგი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კორძაიას შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დაემსგავსება, რომელმაც 2014 წელს მსგავსი შინაარსის კანონი კონსტიტუციურად ცნო.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ქვეყანაში ევროპიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობას ასოცირების შესახებ ხელშეკრულების 385-ე მუხლიც ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც საქართველო და ევროკავშირი ერთად ადგენენ გეგმას დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. გაერთიანებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ დილის 11 საათზე დაიწყებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი