,,ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ქედის, შუახევისა და ხულოს შტაბის წევრებთან. თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილებს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები პირადად წარუდგინა.
შტაბებს წარუდგინეს ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ანზორ ბოლქვაძე. აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატად წარდგენილია მამუკა თურმანიძე, შუახევის დელეგატია მოქმედი მაჟორიტარი ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოში კი ვახტანგ ბერიძე-ხულოს არჩეული მერი.