ინოვაციური ბანაკი

26 აგვისტო 2024, 11:55 98 ნახვა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციური  ბანაკის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ბანაკმა ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით ტრენინგი და მასტერკლასები ჩაუტარდათ.

ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობოდნენ რობოტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროგრამირებისა და ასტროფიზიკის საწყისებს. უწყების ინფორმაციით, პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოწვეული სპიკერებისათვის და ჩართულიყვნენ გასართობ თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში