მთავრობის სხდომა

26 აგვისტო 2024, 11:53 314 ნახვა

"საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით. არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა.

როგორც აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და, შესაბამისად, უმუშევრობის მონაცემები, რაც მისი თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა. პრემიერმა 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურისთვის ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემაზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამისათვის ბიუჯეტში შესაბამის თანხებს გაითვალისწინებენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში