გერმანიის ქალაქ სოლინგენში, მუსიკალურ ფესტივალზე დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა, 6 პირი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, დაწყებულია საგამოძიებო და მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვის პროცესი. ამ დროისთვის ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. თავდამსხმელი პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.