სიცილიაში იახტის კატასტროფის 6 მსხვერპლიდან  5-ის ცხედარი ნაპოვნია

22 აგვისტო 2024, 14:38 344 ნახვა

ბრიტანელი ტექნომაგნატის მაიკ ლინჩის ცხედარი მყვინთავებმა  იახტის ერთ-ერთ კაიუტაში იპოვეს. იახტა მიმდინარე კვირის დასაწყისში სიცილიაში  ძლიერი ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა. ლინჩის 18 წლის ქალიშვილი ჰანა ისევ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. დანარჩენი ოთხი ადამიანის ცხედარი, რომლებიც  ნავის ჩაძირვისას გაუჩინარდნენ, ჩაძირული იახტიდან ნაპირზე უკვე ამოასვენეს.

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი  56 მეტრი სიგრძის სუპერიახტა, რომლის ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟი იმყოფებოდა, პალერმოს მახლობლად პორტიჩელოს პორტთან ახლოს ღუზაზე იდგა, როცა ძლიერი ქარიშხლის ამოვარდნის შედეგად გადატრიალდა და რამდენიმე წუთში ტალღების ქვეშ გაუჩინარდა. სანაპირო დაცვამ 15 მგზავრის გადარჩენა შეძლო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში