კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი, რისკებიც, სწორედ მასთან არის დაკავშირებული“

22 აგვისტო 2024, 11:49 356 ნახვა

მცხეთაში, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან თქვა რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია და  მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. მისი თქმით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომლებიც შეხვედრაზე იყო მიღებული ლოგიკურია და მსგავს ზომებს სხვა შეხვედრებზეც მიიღებენ.

ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაზე სცენაზე ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნა იყო,რომელიც ტყვიაგაუმტარი შუშით იყო შემოსაზღვრული. საზოგადოებას ივანიშვილმა სწორედ ამ ტრიბუნიდან მიმართა. ,,ქართული ოცნების'' სხვა ლიდერებმა კი განცხადებები  სცენაზე განთავსებული მეორე ტრიბუნიდან გააკეთეს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში