50-მდე ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. პოლიტიკური პარტიები, ორჯერ ვეტოდაძლეული ე.წ. მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. ფარული მიყურადების კანონის შესახებ მესამე სექტორში ამბობენ, რომ ფორმალური ცვლილება რეალობას ვერ შეცვლის, რადგან ე.წ. „გასაღები” ისევ სუს-ზე დაქვემდებარებულ ახალ სააგენტოს ექნება.
უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სექტორი, “ეს შენ გეხება” კამპანიის ფარგლებში ასობით ინდივიდუალურ სარჩელს შეიტანს.