ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში საჭიროა გადატვირთვა, რასაც სჭირდება სამართლიანი, სწორი, მიდგომა, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, მოლოდინის რეჟიმში ვართ - პრემიერი

12 აგვისტო 2024, 11:47 291 ნახვა

მე მქონდა შეხვედრა პირადად სენატორ ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო აშშ-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

„მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან - სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისათვის პირველ რიგში მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. აღარ გავიმეორებ რას ვგულისხმობ ამაში.

რას აკეთებდა მაგალითად ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული ოთხი წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში