ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია რეგიონში დაძაბულობის შემცირება - ოლაფ შოლცის გზავნილი ისრაელის პრემიერს

11 აგვისტო 2024, 20:35 340 ნახვა

მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, - ამის შესახებ, Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო.

ამასთან, შოლცის თქმით, ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში