დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა

10 აგვისტო 2024, 16:40 147 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.

დონალდ ტრამპი ბოზმენში, წინასაარჩევნო აქციაზე მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი, მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც, იგი სხვა კერძო თვითმფრინავით გაფრინდა.

მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში