საქართველო აგვისტოს ომის გმირებს იხსენებს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ყველა მუნიციპალიტეტში. ომში დაღუპულები გაიხსენეს მაღალმთიან აჭარაში. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ხულოსა და შუახევში იმყოფებოდა.
უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან , ადგილობრივი ხელისუფლებისა და გმირების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკო , ხულოსა და შუახევში 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი და აგვისტოს ომის გმირების - ნადიმ ართმელაძის, მერაბ ჭელიძის, ამირან მამალაძის, იაგო მიქელაძის საფლავები . ხულოდან 2008 წლის ომს 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.