ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს გმირთა მემორიალთან სოფელ ირემაძეებში

08 აგვისტო 2024, 14:15 165 ნახვა

საქართველო აგვისტოს ომის გმირებს იხსენებს.  მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ყველა მუნიციპალიტეტში. ომში დაღუპულები გაიხსენეს ხულოსა და შუახევშიც, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის წევრებმა ხულოსა და შუახევში გმირების საფლავები, დაღუპულთა ოჯახები მოინახულეს და მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

ხულოდან 2008  წლის ომს 13  ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში