მედია - ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის უკან ის იდგა

07 აგვისტო 2024, 10:55 122 ნახვა

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა, -  ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც,  მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში