გონიო–აფსაროსის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე განახლებული სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. ასევე ახალი მუზეუმი მოეწყო პეტრას ციხის ტერიტორიაზე.
სამუზეუმო სივრცეებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს გონიოსა და პეტრას ციხეების ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია გონიოს ციხისა და მისი შემოგარენის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური მასალა გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული, გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.
სხვადასხვა წლებში ციხის შიდა ტერიტორიაზე წარმოებული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპედიციების დროს არაერთი არქიტექტურული ნაშთი და არტეფაქტია აღმოჩენილი.