მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა

05 აგვისტო 2024, 18:07 409 ნახვა

მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი პოლკოვნიკ აბდულაი მაიგას ხელმოწერით, რომელიც მალის მმართველ ხუნტას წარმოადგენს, ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  მაიგას განცხადებით, ბამაკო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელს ანდრეი იუსოვს ადანაშაულებს იმის გამო, რომ აღიარა კიევის როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს.

გარდა ამისა, მალის დემარში გამოიწვია სენეგალში უკრაინის ელჩის, იური პივოვაროვის პოზიციამ, რომელმაც მმართველი ხუნტას ოპონენტების ქმედებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ოფიციალურმა კიევმა და ბამაკომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში