აშშ საპრეზიდენტო არჩევნების რბოლა

03 აგვისტო 2024, 14:59 85 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან, საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაციის მისაღებად, საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში განაცხადა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობა მისთვის პატივია, დაამატა, რომ ნომინაციას ოფიციალურად მომავალ კვირას მიიღებს.

დელეგატების კენჭისყრა 2 აგვისტოს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება. კამალა ჰარისის ოფიციალურად დასახელების შემდეგ ის გახდება პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიელი ამერიკელი, რომელიც შეერთებული შტატების მთავარი პარტიის საპრეზიდენტოკანდიდატი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში