კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში თბილისის „იბერია“ ტირანაში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:0 დასრულდა და დედაქალაქური კლუბი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ორი მატჩის ჯამში კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე „იბერია“ გავიდა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს შემორჩა.
ქუთაისის „ტორპედომ“ „ომონიასთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრა კი 1:2 წააგო და ევროსეზონი დაასრულა. პირველი მატჩი ნიქოზიაში კვიპროსელებმა 3:1 მოიგეს. ქუთაისელები ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდნენ და ევროტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ.