კურორტ ბეშუმში საბავშვო სპექტაკლების ჩვენება გრძელდება. დღეს პატარებისთვის დაიდგა ნაცარქექია დღის მეორე ნახევარში კი სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართა, დაინთო კოცონი და მოეწყო დეკორაციები და ფოტოზონები. ღონისძიება ბენდი მაჭახელას კონცერტით დასრულდება. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ეწყობა ბათუმის თოჯინების თეატრის ჩართულობით. აქტივობა უკვე მეორე დღეა ტარდება და ხვალ დასრულდება.