ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლები ბეშუმში

31 ივლისი 2024, 18:18 719 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი გასტროლებით ბეშუმში იმყოფება.  მოქმედი პროექტის  ,,თეატრის საჩუქარი აჭარის მუნიციპალიტეტებს'' ფარგლებში, ბეშუმის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, დღეს, პირველ და ორ აგვისტოს დასი ორ სხვადასხვა სპექტაკლის ჩვენებას გამართავს.

 სპექტაკლის ჩვენებასთან პარალელურად,  თეატრის მხატვრები  პატარა მაყურებელს სახის საყვარელი გმირებით მოხატვას სთავაზობენ.  პროექტის გარდა, 4 აგვისტოს თეატრი შეუერთდება ,,შუამთობის'' დღესასწაულს და  გაიმართება ჩვენება სპექტაკლის ,,ნაცარქექია.” გასტროლი ხორციელდება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ინიციატივით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი