აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. რეგიონის პირველმა პირმა, სხდომის დაწყებისთანავე წარმატება მიულოცა ოლიმპიადაზე მონაწილეებს, ასევე შუამთობის დღესასწაულსა და ხულო-ადიგენის გზის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
აღნიშნა ასევე, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს და ვიზიტორების მაჩვენებელი მილიონ 300 ათასზე მეტია, რაც 8%-ით მეტია წინა მაჩვენებელთან.
თორნიკე რიჟვაძემ კორექტირებულ რესპუბლიკურ ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღინიშნა, რომ 800 მლ ლარს მიაღწია, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ მეტი პროგრამა და პროექტი განხორციელდება.
რაც შეეხება საცობებს ქალაქში, მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, შემოვლითი გზა განტვირთავს გადატვირთულ ნაკადს, რომლის სამუშაოები მომავალ კვირაში დასრულდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტურისტულ სეზონზე სექტემბრის ბოლომდე საპარკინგე ადგილები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო იქნება. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოწყობაზეც.