ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ლადო მგალობლიშვილი

29 ივლისი 2024, 17:20 408 ნახვა
 
 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ - ლადო მგალობლიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ „ედისონ რისერჩის“ კვლევებთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება:

„გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის’’ მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინაასარჩევნოდ შექმნას გაყალბებული აღქმა ოპოზიციის ფართო ელექტორალური მხარდაჭერის შესახებ.

ვინაიდან, როდესაც 26 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ჰქონდეთ საფუძველი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის. კვლევა იმდენად კომიკურია, რომ შეუძლებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. მაგრამ ერთ პუნქტს მაინც გამოვყოფდი, რომლის თანახმად: ოპოზიცია, ედისონ რისერჩზე დაყრდნობით, ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ აბსურდია. არასოდეს ომის იდეას მშვიდობაზე არ გაუმარჯვია. ასე იქნება ახლაც - 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება’’, ხოლო ომის პარტია სასტიკად დამარცხდება“, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი