რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებსაც აღარ ითხოვენ, ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი - მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2024, 17:36 91 ნახვა

ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ "ქართული ოცნების" ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფსევდოლიბერალებმა ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ რუსეთის მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ, ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი და ისღა დარჩა თქვან, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა.

„დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო…და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ?ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით! რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ…ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო - უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს", - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში