მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის ვარაუდით, მაქსიმუმ 1-2 პოლიტიკური პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას.
"ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება?! მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და როგორმე მოახერხონ ბარიერის გადალახვა, რასაც მაქსიმუმ 1-2 პოლიტიკური პარტია შეძლებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, ცალკე მიიღებენ მონაწილეობას, არ აქვს მნიშვნელობა“,- აღნიშნა კალაძემ.